11.06.2014

საჯარო ბიბლიოთეკაში

ასოციაციის სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში.
პირველი შეხვედრა ძალიან თბილი და საინტერესო აღმოჩნდა. თბილისში ჩამოვიდნენ გორიდან, ქუთაისიდან, აბაშიდან, ახალციხიდან და სხვ. პედაგოგები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია ერთმანეთს იცნობენ და ერთმანეთთან თანამშრომლობენ სოციალური ქსელის მეშვეობით.
შეხვედრაზე განვიხილეთ  საორგნიზაციო საკითხები. კერძოდ, შეიქმნა 4 სამუშაო ჯგუფი:

  • პროფესიული განვითარების ჯგუფი.
  • კვლევისა და მონიტორინგის ჯგუფი.
  • სარედაქციო ჯგუფი.
  • რეგიონებთან კომუნიკაციის ჯგუფი.
ასოციაციის პირველი თავმჯდომარე გახლავთ  მაია ეკალაძე.  

შეხვედრას დაესწრო  ასოციაცია  "იმსა"–ს პრეზიდენტი, ქალბატონი ნანა ციხისთავი, რომელმაც გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება ასოციაციის მუშაობის მრავალფეროვანი მეთოდების შესახებ.


პირველი შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა:









10.06.2014

დაბადება

საქართველოს მასწავლებელთა ასოციაცია (შემდგომში სმა) ოფიცილურად დაიბადა 2014 წლის 30 მაისს. მისი შექმნის იდეა მომწიფდა საქართველოს მასშტაბით ფეისბუქის სოციალურ ქსელში . მასში გაწევრიანდა საქართველოს პედაგოგთა ერთი აქტიური ნაწილი.

ასოციაცია წარმოადგენს ღია ორგანიზაციას, რომელიც სათანამშრომლოდ იწვევს ყველას,  ვისაც გააჩნია საქართველოს განათლების სისტემაში არსებული პრობლემების მოწესრიგების სურვილი.





ასოციაციის შექმნის შესახებ პირველი განაცხადის წარდგენის მომენტი იუსტიციის სახლში.