24.07.2014

შეხვედრა თსუ–ში

2014 წლის 23 ივლისს, ოთხშაბათს გაიმართა ასოციაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტში. შეხვედრის მასპინძელი გახლდათ ქალბატონი ქეთევან ჭკუასელი – ინსტიტუტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი,  პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

შეხვედრა მრგვალი მაგიდის გარშემო.

შეხვედრამ ჩაიარა უაღრესად თბილ ვითარებაში. განხილულ იქნა მნიშვნელოვანი საკითხები. დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობითი მიმართულებანი.
გადაწყდა, უახლოეს მომავალში ოფიციალურად გაფორმდეს თანამშრომლობითი მემორანდუმი  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტსა და საქართველოს მასწავლებელთა ასოციაციას შორის.

29.06.2014

დასავლეთი ისევ აქტიურობს...

შეხვედრა ძევრში
27.06.14

,,საქართველოს მასწავლებელთა ასოციაციის“ წარმომადგენლები  მაია მამისეიშვილი  და ნათია კალანდაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის  სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში (დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე)  იმყოფებოდნენ შეხვერდრაზე  ,,მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის“ McLain Association for Children (MAC)  აღმასრულებელ დირექტორთან საქართველოში ბ–ნ რეზო ჩინჩალაძესთან. 


შეხვედრა სამუშაო ვითარებაში წარიმართა.  ,,საქართველოს მასწავლებელთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა  ბ–ნ  რეზო ჩინჩალაძესა და  ბ–ნ მანუჩარ ფანჩულიძეს გააცნეს ასოციაციის მიზნები და ამოცანები, იმსჯელეს განათლების საკითხებზე და მომავალ გეგმებზე, რომელიც უნდა დაისახოს თანამშრომლობის საფუძველზე. მაკლეინის ასოციაცია თანახმაა  გაფორმდეს მემორანდუმი ,,საქართველოს მასწავლებელთა ასოციაციასა“ და ,,მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის“ McLain Association for Children (MAC)  შორის


ასოციაცია მადლობას უხდის თერჯოლის მუნიციპალიტეტის  სოფელ ძევრის საჯარო სკოლის  დირექტორს,  მანუჩარ ფანჩულიძეს შეხვედრის ორგანიზებაში. 




"საქართველოს მასწავლებელთა ასოციაციის " წარმომადგენლები მაია მამისეიშვილი და ნათია კალანდაძე
"MAC" დირექტორი რეზო ჩინჩალაძე,სტუმრად ძევრის საჯარო სკოლაში. კიდევ ერთი კარგი საქმის დასაწყისი .Representatives of " Georgian Teachers' Association " Maia Mamiseishvili and Natia Kalandadze together with director of MAC Rezo Chinchaladze visiting Dzevri public school.The beginning of another good start.28.06.2014.

ოთხეულის შეხვედრა...

დასავლეთ საქართველოს პედაგოგებმა განსაკუთრებული აქტიურობით გააჩაღეს მუშაობა...
ქალაქ ქუთაისში, საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა გამგეობის წევრებს შორის ასოციაციის პრეზიდენტთან მაია ეკალაძესთან შეთანხმებით.  შეხვედრას დაესწრნენ პედაგოგები:  მაია მამისეიშვილი, ხათუნა კაპანაძე, ნინო ახალაძე  და ნათია კალანდაძე.
მათ განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები.


შედეგები:
1. შეიქმნა  რეგიონალური მართვის ჯგუფები – ერთი   მენეჯერითა  და ორი კოორდინატორით. 
2. განისაზღვრა მენეჯერისა და კოორდინატორის  ფუნქციები.
3. გადაწყდა,  იზრუნონ პარტნიორი ორგანიზაციების მოძიებასა და დაფინანსების წყაროების გამონახვაზე. 
და სხვ. 




21.06.2014

მასწავლებელთა მეორე კონფერენცია

2014 წლის 6–7 ივნისს ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო მასწავლებელთა მეორე კონფერენციაზე, სახელწოდებით: " უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს"  (სწავლებისა და განათლების პრობლემები).
კონფერენცია გაიმართა თსუ ეგიდით ქუთაისში და მასში მონაწილეობის უფლება ჰქონდა საქართველოს ყველა საშუალო და უმაღლესი სკოლის პედაგოგსა და პროფესიულ საზოგადოებას.

 კონფერენცია მიზნად ისახავდა:
  •  უმაღლეს და საშუალო სკოლას შორის აკადემიური ურთიერთობების 
განვითარებასა და გაღრმავებას; 
  • ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს 
სწავლების ხარისხის გაზრდას როგორც საშუალო, ისე უმაღლეს სკოლაში, 
პედაგოგიკის მეცნიერების თეორიისა და პრაქტიკის განავითარებას; 
  •  თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესებში არსებული სირთულეებისა და 
პრობლემების ანალიზს; 
  • პრობლემური საკითხების დასმასა და კონკრეტული ნაბიჯების დასახვას 
პროფესიული საჭიროებების გათვალისწინებით. 

კონფერენციის სამუშაო მიმართულებებს წარმოადგენდა:
1. პედაგოგიკა - აღზრდის მეცნიერება 
2. საგნის სწავლების მეთოდიკა 
3. მასწავლებლის პროფესია და განათლების სამართლებრივი 
საფუძვლები.

პრეზენტაცია , რომელიც ასოციაციამ წარადგინა კონფერენციაზე.

კონფერენციის ფოტომასალა:





11.06.2014

საჯარო ბიბლიოთეკაში

ასოციაციის სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში.
პირველი შეხვედრა ძალიან თბილი და საინტერესო აღმოჩნდა. თბილისში ჩამოვიდნენ გორიდან, ქუთაისიდან, აბაშიდან, ახალციხიდან და სხვ. პედაგოგები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია ერთმანეთს იცნობენ და ერთმანეთთან თანამშრომლობენ სოციალური ქსელის მეშვეობით.
შეხვედრაზე განვიხილეთ  საორგნიზაციო საკითხები. კერძოდ, შეიქმნა 4 სამუშაო ჯგუფი:

  • პროფესიული განვითარების ჯგუფი.
  • კვლევისა და მონიტორინგის ჯგუფი.
  • სარედაქციო ჯგუფი.
  • რეგიონებთან კომუნიკაციის ჯგუფი.
ასოციაციის პირველი თავმჯდომარე გახლავთ  მაია ეკალაძე.  

შეხვედრას დაესწრო  ასოციაცია  "იმსა"–ს პრეზიდენტი, ქალბატონი ნანა ციხისთავი, რომელმაც გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება ასოციაციის მუშაობის მრავალფეროვანი მეთოდების შესახებ.


პირველი შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა:









10.06.2014

დაბადება

საქართველოს მასწავლებელთა ასოციაცია (შემდგომში სმა) ოფიცილურად დაიბადა 2014 წლის 30 მაისს. მისი შექმნის იდეა მომწიფდა საქართველოს მასშტაბით ფეისბუქის სოციალურ ქსელში . მასში გაწევრიანდა საქართველოს პედაგოგთა ერთი აქტიური ნაწილი.

ასოციაცია წარმოადგენს ღია ორგანიზაციას, რომელიც სათანამშრომლოდ იწვევს ყველას,  ვისაც გააჩნია საქართველოს განათლების სისტემაში არსებული პრობლემების მოწესრიგების სურვილი.





ასოციაციის შექმნის შესახებ პირველი განაცხადის წარდგენის მომენტი იუსტიციის სახლში.